თაკო ჩარკვიანი: არსად არ ვაპირებ ფეხის გადგმას, მგლებივით ვმუშაობთ!

ამის შესახებ, პარტია ” კანონი და სამართალის” დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა “პალიტრანიუსის” ეთერში საუბრისას განაცხადა, სადაც პარტიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

თაკო ჩარკვიანის თქმით, ის შეპყრობილია იმ პასუხისმგებლობით, რომელიც საზოგადოების წინაშე აქვს. ამასთანავე, დასძენს რომ მიუხედავად ზაფხულისა, ის არსად არ აპირებს წასვლას და მზად არის დრო პარტიის საქმიანობას დაუთმოს.

“მე პოლიტიკიდან არ მოვსულვარ პოლიტიკაში. ვიღაცას ჯერა, ვიღაცას არ ჯერა. “ვისაც გვჯერა გაგვატარეთ”- ეს მდგომარეობაა. მე იმდენად ვარ შეპყრობილი იმ პასუხისმგებლობით, რაც ავიკიდე, ადამიანების წინაშე, რომ მე მხოლოდ შემიძლია ვისაუბრო რის გაკეთებას ვაპირებთ ჩვენ.

ზაფხულია, აგვისტო, ფეხის გადგმას არ ვაპირებ არსად, ჩაციკლული ვმუშაობთ, წარმოუდგნელად! მე შემიძლია ჩემი პარტიიდან გამომდინარე ვისაუბრო. ძალიან ძლიერად მოდის პარტია! ღია გვაქვს ყველაფერი, რეგიონებს ვგულისხმობთ, ვმუშაობთ მგლებითვით! ყველაფერი კარგად მიდის”,-განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად