თაკო ჩარკვიანი: არის რაღაც პროცენტი დარჩენილი, რომ გადახედავს გიორგი ვაშაძე და „ლელო“ ამ დიდ შეცდომას, თუ ასე არ იქნება, ჩვენი გზები გაიყოფა

“არის რაღაც პროცენტი დარჩენილი, რომ კიდევ გადახედავს გიორგი ვაშაძე და “ლელოც” ამ დიდ შეცდომას. თუ ეს დოკუმენტი რაიმე ძირეულ ცვლილებას ვერ მოგიტანს, რომ შეცვალო სამართლებრივი ან საარჩევმო სისტემით რაღაც, ხელის მოწერა არაა სწორი”.

ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა, პარტია “კანონი და სამართალის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანმა ჟურნალისტებს განუცხადა და განმარტა, რომ ამის მიზეზი შარლ მიშელის დოკუმენტთან დაკავშირებით გიორგი ვაშაძის პოზიციას არ ეთანხმება.

კითხვაზე, დარჩება თუ არა თავად გაერთიანებაში, თუკი გიორგი ვაშაძე დოკუმენტს ხელს მოაწერს, თაკო ჩარკვიანმა უპასუხა, რომ ასეთ შემთხვევაში გზები გაიყოფა.

“ვინაიდან, კიდევ განსახილველია ეს თემა, წინსწრებით არ ვაკეთებ განცხადებას. არის რაღაც პროცენტი დარჩენილი, რომ კიდევ გადახედავს გიორგი ვაშაძე და “ლელოც” ამ დიდ შეცდომას. თუ ეს დოკუმენტი რაიმე ძირეულ ცვლილებას ვერ მოგიტანს, რომ შეცვალო სამართლებრივი ან საარჩევმო სისტემით რაღაც, ხელის მოწერა არაა სწორი. თუ გადახედავს, ძალიან გამიხარდება. გიორგი ვაშაძე მენანება, რომ ასეთ საჭურის დოკუმენტს ხელი მოაწეროს, რადგან მიმაჩნია, რომ დოკუმენტი იმ ცვლილებას, რისთვისაც ქუჩაში გამოვედით, არ ასახავს. რატომ უნდა მოაწერო ხელი, ჩემთვის გაუგებარია. ჩვენ ვისაუბრეთ, უფრო ღრმა საუბარს ვაპირებთ და რჩევასაც ვაპირებ. თუ ეს ასე არ იქნება ბუნებრივად გაიყოფა ჩვენი გზები. ცხადია, დავრჩებით მეგობრებად”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...