თაკო ჩარკვიანი: არ იქნება “რუსთავი 2”, ერქმევა “რუსთავი 3”

ამის შესახებ, “კანონისა და სამართლის” ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა “რუსთავი 2”-ის საქმეზე.

“არ იქნება „რუსთავი 2“, არ ერქმევა, ერქმევა „რუსთავი 3“, სულ რაღაც, ალბათ, თვე დასჭირდება იმას, რასაც ჰქვია საველე პირობები, ერთ თვეში აღდგება ეს ყველაფერი. ადამიანები გვიკავშირდებიან და ანგარიშს გვთხოვენ, Facebook-შიც შეამჩნევდით. რომ ანგარიშს ითხოვენ, სად ჩავრიცხოთ თანხა, გამოჩნდნენ ბიზნესით დაკავებული ადამიანები, რომლებიც ინკოგნიტოდ კი არა თამამად აპირებენ თანხის დარიცხვას.

ასე რომ ყველაფერი მოწესრიგებული იქნება, პირიქით, ბრძოლა ახლა იწყება, რომ ეს ოლიგარქი, რომელიც დიდ ზიანს აყენებს საქართველოს დამოუკიდებლობას, სასწრაფოდ მოვაცილოთ. მესიჯმა რუსთაველზე უნდა გადმოინაცვლოს, დღეს ეროვნული გაერთიანების და კონსოლიდაციის დღეა,“ – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ცნობისთვის, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, „რუსთავი 2“-ის საქმეზე კონვენციის დარღვევა არ დადგინდა და შეჩერების მექანიზმი მოიხსნა.

როგორც სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, შეაჩეროს სასამართლოს რეგლამენტის 39-ე მუხლი, რომლის საფუძველზეც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება მოხდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...