A1 ბანერი

თაკო ჩარკვიანი: აქ დიდი ამბავია, ქვეყანას აუპატიურებენ და ხალხი ცუდ დღეშია

“რატომ არ უნდა დავუჯეროთ ხელისუფლებას? იმიტომ, რომ უკვე მეშვიდე წელია ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ არაფერი აღარ დაიჯეროს მოსახლეობამ,” – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა “რეაქციაში”.

“რაც შეეხება გაუპატიურებას, აქ უფრო დიდი ამბავია, მე მგონია, რომ ქვეყანას აუპატიურებენ და ხალხი ცუდ მდგომარეობაშია, ჩვენ ვუყურებთ პრაქტიკულად და მე არაერთხელ მითქვამს თქვენს სტუდიაში, რომ ქვეყნის გადაბარება მიდის.

უბრალოდ, ვერ ბედავენ ამას ასე დეკლარირებულად. დიახ, უნდათ ყველაფერში ცხვირი შემოყოს რუსეთმა, ეს კაცი, ივანიშვილი ისე დაგაცილებს ევროპას, რომ პირდაპირ ლანგარზე მირთმეული აღმოჩნდები რუსეთისთვის” – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...