“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი გამოეხმაურა.
როგორ ჩარკვიანმა დაწერა, ორმაგი სტანდარტია ამ ქვეყანას რომ ანადგურებს.
“დიიიიდი კითხვის ნიშანი და ძახილის ნიშანი???!!!
დედას გაფიცებთ, ახლა ამის მეოთხედი გიორგი ვაშაძეს რომ ეთქვა ან კიდევ რა ვიცი, წარმომიდგენია რა “ნიაღვარი” წამოვიდოდა თავად სამადაშვილისგან…. ორმაგი სტანდარტია ამ ქვეყანას რომ ანადგურებს!!!” – წერს თაკო ჩარკვიანი.
შეგახსენებთ, სალომე სამადაშვილმა დაწერა: არ ვაპირებ ვინმეს ვუთხრა, რომ პარლამენტის ბოიკოტი რაიმე სახის გამარჯვება იქნება ვინმესთვის.