თაკო ჩარკვიანი ალეკო ელისაშვილზე და ლევან იოსელიანზე: ეს ცრუპენტელა შოკოლადის ფილები (ვიდეო)

მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, “კანონი და სამართალის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი, რომელიც “სტრატეგია აღმაშენებელის” სიით პარლამენტში მოხვდა, “მოქალაქეების” ლიდერებს ალეკო ელისაშვილის და ლევან იოსელიანს ცრუპენტელას და შოკოლადის ფილებს უწოდებს.

“ორი კვირაა, აბსოლუტურად განზრახ, შემოაგდეს ეს ცრუპენტელა, შოკოლადის ფილები, რომელბიც ამბობენ რომ საკანონმდებლო ორგანოში რომ შევალთ კანონებს ვერ მივიღებთ, ამიტომ შევთავაზე, რომ ბუფეტში რომ შეხვალ “თვიქსი” გაიყავით”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა გადაცემაში “პირველი ხაზი”.

შეგახსენებთ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ -ს ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „გირჩსა“ და „მოქალაქეებთან“ ინდივიდუალურ შეხვედრაზე უარი განაცხადა

მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი, “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, “სტრატეგია აღმაშენებლის”ლიდერი გიორგი ვაშაძემ შიდა კონსულტაციებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, რაც ნიშანავს, რომ ვაშაძეზე შესაძლოა ზეწოლა ხორციელდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად