თაკო ჩარკვიანი: ახლა ზუსტდება, ვინ არიან მაღალი თანამდებობის პირები, ვინც თავისთვის ვაქცინაცია ჩაიტარა

“სტრატეგია აღმაშენებელის” ერთერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ახალ მიმდინარეობს დაზუსტება ინფორმაციის, ვინ არიან ის მაღალი თანამდებობის პირები, ვინც თავად გაიკეთა ვაქცინაცია და ქვეყანაში ვაქცინის შემოტანა არ უზრუნველყო.

ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა ტვ “პირველის” ეთერში განაცხადა, თუმცა თავი შეიკავა კონკრეტული გვარების დასახელებისგან.

“არც თამარ გაბუნია არ არის მანდ ვინმე და არც არავინ, სახელმწიფო ვეღარ იმართება, უუნაროები არიან. ეს არის ოლიგარქიული, დიქტატორული, ავტორტიტარული მართვა, ეს არის შედეგი. ყველაფერი ჩამოშლილია. თამარ გაბუნიას არ ვგულისხმობ, მაგრამ გამოვიდა რაღაც ინფორმაცია და ახლა მიდის დაზუსტება, გამოძიება, რომ გარკვეულ ადამიანებს ჩატარებული აქვთ თავისთვის ვაქცინაცია”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

დასმულ შეკითხვაზე, “ვინ არიან გარკვეული ადამიანები, თუ შეგძლიათ დაასახელოთ უწყებები, ან კონკრეტული პირები” თაკო ჩარკვიანმა განაცხადა:

“არავითარ შემთხვევაში, ვერ ვიტყვი გვარს და სახელს, ბრალს ვერ დავდებ, სანამ დაზუსტებით არ მეცოდინება, საუბარია
მაღალ თანამდებობის პირებზე. როცა დაზუსტდება, შემდეგ საჯაროდ, ეთერში გავაჟღერებთ. ეს არის ფეოდალური მართვა, რომ ხალხი არავინ და არაფერი არ აინტერესებთ. სასაცილოა, მაგრამ ტიკარაძე უნდა წავიდეს თანამდებობიდან, მაგრამ არც ეს არაფერს ნიშნავს. ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, უნდა წავიდნენ. ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს თანმიმდვრულად. მე სულ ვამბობ, რევოლუცამდია ჩვენ კი არ მიგვყავს, რევოლუციისკენ… ხელისუფლებას მიჰყავს ხალხი … წავლენ კი არა კინწისკვრით გაყრის ხალხი ამ პოლიტიკურ ტერორისტებს”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...