თაკო ჩარკვიანი: ახლა მიდის რუსეთ-საქართველოს ბრძოლა!

” დავსხდეთ ერთად, გარანტიები კანონმდებლობით არსებობს, შევქმნათ”-ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართალის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა, პალიტრანიუსის ეთერში, გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

თაკო ჩარკვიანის თქმით, დღეს რუსეთ-საქართველოს სერიოზული ომი მიმდინარეობს.

“ძვირფასო მეგობრებო, დღეს არის რუსეთ-საქართველოს სერიოზული ომი. თუ მართლა შეგვიძლია საკუთარ თავს გადავახტეთ და მე მესმის, ვიღაცეების შიშები რომ შეიძლება, ეშინოდეთ აი რაღაც არ განმეორდეს.

დავსხდეთ ერთად, გარანტიები კანონმდებლობით არსებობს, შევქმნათ.. თუ ვიღაცას შიში აქვს ყოფილი ხელისუფლების პერიოდის დანაშაული ქმედებები არ განმეორდეს და ამიტომ ეშინია ვთქვათ მობრუნება რაღაცეების, არის საკანონმდებლო გარანტიები შეიძლება შეიქმნას. ეს არის თავისუფალი პროკურატურა, თავისუფალი სამართლებრივი სისტემა, შეიძლება ამის გაკეთება”-ამბობს თაკო ჩარკვიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად