თაკო ჩარკვიანი: 9 მილიონამდე ამომრჩეველი ჰყავს “ნაციონალურ მოძრაობას”

ამის შესახებ “ტვ პირველის” ეთერში, პარტია “კანონი და სამართალი”-ს დამფუძნებელმა, ოპოზიციური გაერთიანების წევრმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

“ერთი წამით დავანებოთ ამ ადამიანს [მიხეილ სააკაშვილი] თავი, რომელიც ჩამოვიდა და არ ანჯღრია ქვეყანა, თორე თავისუფლად შეეძლო ხალხი გამოსულიყო და დაეცვა, როგორც უკრაინაში და კიდევ ერთი რამ: ჩვენთან 5 ათასი და 10 ათასი კაცი კი არ დარეგისტრირდა, რამდენიმე ათასი დარეგისტრირდა. 9 მილიონამდე ამომრჩეველი ჰყავს “ნაციონალურ მოძრაობას”, რეალური ამომრჩეველი. თვითონ ხო არ იგონებენ ამ ციფრებს. ეს ხალხი მართლა ვიღაცის იმედით რჩება სახლში ყავის ჭიქით… მუდმივი ელექტორატი რომ გამოდის ამ კოვიდის დროს, ეს არ გვიკვირს? ე.ი ძალიან არ მოსწონთ ხელისუფლება”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

“აიპრესის” შენიშვნა: აღნიშნული განცხადების შენდეგ, თაკო ჩარკვიანი რედაქციას დაუკავშირდა და განმარტა, რომ სიტყვა “ცხრასთან” გაკეთებული იყო მცირე პაუზა და შემდეგ თქვა სიტყვა “მილიონამდე”.  მისი თქმით, გულისხმობდა “ნაცმოძრაობის” 900 ათას ამომრჩეველს.

კომენტარები
იტვირთება...