თაკო ჩარკვიანი: 30 წელია ამ ქვეყანას ისე დააბროწიალებენ, როგორც ივანიშვილი დაატარებს ხეებს 

ამის შესახებ პარტია “კანონი და სამართალის” დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“ამ ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა ვერ მართა ქვეყანა. ეს არ არის თავისუფლება, როდესაც შენ იყვირებ, იყვირებ და სამართალს მაინც ვერ იპოვი. იხვეწება მაჩალიკაშვილი ტერორისტის საბუთი მომეცითო. დაზარალებულის ცნობა არ მისცეს კაცს. ანუ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს ვიღაცისთვის შენ ჩაგიკეტავენ თუ არ მოგცემენ ცნობას. ბიჭი ჩაუხვრიტეს ისე, რომ ვერ ეუბნებიან შენი შვილი არის ტერორისტიო. ეს კატასტროფაა.

იმ დღეს ვიხუმრე, კანონი და სამართალი უპირველეს ყოვლისა რუსთაველის 12-ში რომ ტროლებია იმათ დასჭირდებათ-მეთქი. ჩვენ ხომ ჩემს, შენს და ამის ქვეყანას არ ვაშენებთ?! ჩვენ ხომ საქართველო უნდა ავაშენოთ. 30 წელია ამ ქვეყანას დააბროწიალებენ ისე, როგორც ივანიშვილი დაატარებს ხეებს ქობულეთიდან თბილისამდე. 7 წელია ვერ მართა.

სულ მეუბნებიან ხოლმა აბა მიშა… უსასტიკესი დანაშაულებრივი ქმედებები, პლუს სახელმწიფო ინსტიტუციების შენება. ოპოზიციონერება ხომ არ არის ის, რომ აიჩემო არ იყო. ახლა სახელმწიფო ინსტიტუციების აბსოლუტურური ნგრევაა, პლუს უსამართლობაა”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...