თაკო ჩარკვიანი: 30 ოქტომბრამდე ამ ვითარებაში ვარ, ხმას ვაძლევ კოალიციურ ერთობას და დანარჩენზე უბრალოდ, არ ვსაუბრობ

ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში განაცხადა.

“ჩემი შენიშვნები ჩრდილოვანი კაბინეტის შემადგენლობასაც უკავშირდება და სტრატეგიასაც. მაგრამ ახლა, თამამად ვამბობ, რომ რა თქმა უნდა, უპირობოდ ვემხრობი ნიკა მელიას წარდგენილ კოალიციას…

ოპოზიციას რომ რევოლუციური სცენარი სდომოდა, იმდენ ხალხს, რომელიც აქციაზე მივიდა, სახლში არ გაუშვებდნენ.

ხომ მართალი ვარ? ობიექტურად ასეა, ხომ? მაშასადამე, არ იყო ეს გეგმა“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

კომენტარები
იტვირთება...