თადუმაძე: სასამართლო იყო სისტემის ნაწილი, მოსამართლეები გადაწყვეტილებას სერიოზული ზეწოლის ქვეშ იღებდნენ

მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია, რომ სასამართლო იყო სისტემის ნაწილი და მოსამართლეები გადაწყვეტილებას იღებდნენ ძალიან სერიოზული ზეწოლის ქვეშ, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, მოქმედმა გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ განაცხადა.

„მე პერსონიფიცირების დოკუმენტი არ მაქვს, თუმცა შემიძლია მოგიყვეთ, როგორ მუშაობდა სისტემა კონკრეტული მაგალითებით, მაგრამ სახელმწიფო სისტემა სასამართლოზე ახორციელებდა ზეწოლას. მე მინახავს მოსამართლეები, რომლებიც სასამართლო დარბაზიდან ალოგიკურ შესვენებებზე გადიოდნენ იმიტომ, რომ მოეკითხათ შემდეგ რას ვშვებითო, მინახავს მოსამართლეები, საავადმყოფოში რომ გადაიყვანეს ნერვიულობის ფონზე. დღეს არსებითად განსხვავებული სახელმწიფოს მიდგომა სასამართლოს მიმართ”, -განაცხადა შალვა თადუმაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად