თადუმაძე მეუფე იაკობის განცხადებებზე: გამოძიება ბოდვებზე ვერ დაიწყება

გამოძიება ბოდვებზე ვერ დაიწყება,- ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, უნდა დაიწყოს თუ არა ოთარ ფარხალაძის მიმართ გამოძიება ბოდბელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე იაკობის განცხადებების საფუძველზე.

„ინფორმაციაზე, რომელიც რეალობას არის მოკლებული, ბუნებრივია გამოძიება არ უნდა დაიწყოს. ეს კანონით არის განსაზღვრული. ამ სახის ინფორმაციაზე გამოძიება არასოდეს არც ერთ ქვეყანაში არ იწყება. შესაბამისად, არ უნდა დაიწყოს გამოძიება. გამოძიების დაწყების საფუძველს როცა ვხედავ, მაშინ ვიწყებ. განცხადებები, რომელიც არ შეესაბამება სინამდვილეს და შემდეგ როცა ის პირები ამ განცხადებებს უარყოფენ, ბუნებრივია ეს გამოძიების საფუძველი არ არის.

არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს ამისი, არც ერთი ინფორმაცია არ არსებობს უტყუარი ამისი, შესაბამისად, გამოძიება ბოდვებზე ვერ დაიწყება“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.

შეგახსენებთ: ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა „მთავარ არხთან“ განაცხადა, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე და ბიზნესმენი, უჩა მამაცაშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს, რამაზ ნიკოლაიშვილს ხელშეუხებლობისთვის 15 მლნ დოლარს სთხოვდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად