თადუმაძე კახიძეს: არ ვარ “ქართული ოცნების” წევრი, შეცდომაში ნუ შეგყავთ საზოგადოება!

“მე არ ვარ „ქართული ოცნების“ წევრი“, – ასე მიმართა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრს ოთარ კახიძეს.

„მე პარტია არ მაქვს და შეცდომაში ნუ შეგყავთ საზოგადოება, მე არ ვარ „ქართული ოცნების“ წევრი,“- განაცხადა შალვა თადუმაძემ.

ოთარ კახიძემ ჩამოთვალა ინციდენტები, სადაც გარკვეული პირები პოლიციელებზე ძალადობენ და დასუჯელები არიან დღემდე.

„ეს ხდება იმიტომ რომ თქვენ რომ პარტიის წევრი არ ხართ, იმ პარტიასთან არიან გარიგებულები, ხოლო თქვენ გენერალური პროკურორი უზრუნველყოფთ მათ დაუსჯელობას, ხოლო „გავრილოვის ღამეს“ მოქმედ პირებს განსაკუთრებული ენთუზიაზმით 6-დან 9 წლამდე მუხლებს უყენებთ. ეს არის თქვენი როგორც გენერალური პროკურორის პასუხისმგებლობა“, -განაცხადა ოთარ კახიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად