თადუმაძე ივანიშვილზე: მაშინდელი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი საქართველოს მოქალაქეა

“არ მომეწონა შოთა გეწაძის გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება გავასაჩივრე. შემდგომი გადაწყვეტილებაც არ მომეწონა, ის გადაწყვეტილებაც გავასაჩივრე. დღეს, მაშინდელი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი არის საქართველოს მოქალაქე”,-ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა შალვა თადუმაძემ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დამოუკიდებელი დეპუტატის ეკა ბესელიას შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც წლების წინ, ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხს შეეხებოდა.

“მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხზე, მე და თქვენ ერთად გამოვდიოდით, იმ პროცესზე ფინალურ პროცესზე, ბატონი გეწაძის გადაწყვეტილება, რომელმაც თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობა სწორად ჩამოართვეს. სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება იყო? როგორ ფიქრობთ, კვალიფიციური მოსამართლე გეწაძე შეცდა თუ ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა და ვერ გაუძლო ამ ზეწოლას. როგორი იყო მაშინ თქვენი განცდა?” – განაცხადა ეკა ბესელიამ, რაზეც შალვა თადუმაძემ უპასუხა, რომ გეწაძის გადაწყვეტილება სამართლიანი არ იყო.

“არ იყო მოსამართლე გეწაძის გადაწყვეტილება სამართლიანი. მე მაშინაც დავაფიქსირე მისი აცილების საფუძველი და მათ შორის, ის გარემოებები, რომლის გამოც ვითხოვდი შოთა გეწაძის სასამართლოს განხილვიდან აცილებას. მე არ მომეწონა შოთა გეწაძის გადაწყვეტილება, ეს გადაწყვეტილება გავასაჩივრე. შემდგომი გადაწყვეტილებაც არ მომეწონა, ის გადაწყვეტილებაც გავასაჩივრე. დღეს, მაშინდელი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი არის საქართველოს მოქალაქე”,- განაცხადა შალვა თადუმაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად