თადუმაძე გოცირიძეს: სახინკლეები მაშინ ასე არ იყო

გენერალურ პროკურორს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ შალვა თადუმაძეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე “ევროპული საქართველოს” დეპუტატებმა: გიგა ბოკერიამ და ოთარ კახიძემ სამი თანაკურსელის ან ლექტორების დასახელება სთხოვეს, რაზეც თადუმაძემ განაცხადა, რომ მათგან ნებართვა არ აქვს და შესაბამისად, ვინაობებს ვერ დაასახელებს.

ამის შემდეგ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ შალვა თადუმაძეს ჰკითხა, რომელ სახინკლეში დადიოდა გენერალური პროკურორი სტუდენტობის დროს.

„სახინკლეები მაშინ ასე არ იყო“,- განაცხადა კანდიდატმა დეპუტატის პასუხად.

ამასთან, როგორც კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ოთარ კახიძემ აღნიშნა, თადუმაძე საერთაშორისო სამართალს საერთოდ არ სწავლობდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გენერალურ პროკურორ შალვა თადუმაძეს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად