შალვა თადუმაძე: “დიდოსტატის მარჯვენა“ – ასეთი ნაწარმოები არ არსებობს

კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა “დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“,-ამ სიტყვებით გახსნა გენერალურმა პროკურორორმა, შალვა თადუმაძემ პროკურორთა კონფერენცია.

“თქვენ გეძლევათ საშუალება, შეძლოთ და ჩამოყალიბდეთ იმ პროკურორებად, რომლებსაც გექნებათ სრული შესაძლებლობა, დამოუკიდებლად, კორპორაციული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი მენეჯმენტის საქმიანობა განახორციელოთ სისტემაში და ამას, როგორც ინდივიდუალურ პროკურორს, ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგომა სჭირდება და ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ შეიძლება ვინმე ფსევდოინტელექტუალმა გკითხოთ, მაგრამ “დიდოსტატის მარჯვენა” – ასეთი ნაწარმოები არ არსებობს, კონსტანტინე გამსახურდიამ დაწერა “დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა“. ამიტომ მე გისურვებთ წარმატებებს, შეგიძლიათ დღეს მაქსიმალურად ჩართულობა გამოავლინოთ და მთლიანად საქართველოს პროკურატურას სამომავლოდ ვუსურვებ წარმატებებს”,-ამბობს თადუმაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად