თადუმაძე ბოკერიას: 3 კი არა, 10 ლექტორის დასახელება შემიძლია, მაგრამ არ დავასახელებ (ვიდეო)

დღეს მოხვედით ნამეცადინები? – ამ კითხვით მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს და მოქმედ გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე.

გიგა ბოკერია: იმის გამო, რომ ასეთი დიდ საკითხად იქცა ეს ამბავი (დიპლომი), ხომ არ შეგიძლიათ, რომ ჩემი მეგობრის, კოლეგის, ლევან სამუშიას, კითხვაზე უპასუხოთ, კურსელები ხომ არ გახსოვთ, სამი… ამ წინააღმდეგობის, ამ ვნებათაღელვის მოსასმენად, თქვენი “საიდუმლო დოკუმენტის” გამო სამი კურსელის გვარი და სახელი.

შალვა თადუმაძე: დიპლომთან დაკავშირებით, განსაკუთრებით თქვენგან მიკვირს, ბატონო გიგა, გეტყვით, რატომ. 2001 თავისუფლების ინსტიტუტს ავყავდი მაგ დიპლომით სამხედრო მოსამსახურეების დარღვეულ უფლებებზე და იმ ორგანიზაციის წარმომადგენელი თქვენ იყავით.

გიგა ბოკერია: და მერე? ქვეყნის გენპროკურორად კი არ აყავდით და მთელი ცხოვრებით უზენაეს სასამართლოში კი არ გნიშნავდნენ.

ბატონო შალვა, სამი კურსელის გვარი ჩამომითვალეთ.

შალვა თადუმაძე: 10 შემიძლია, დავასახელო, არ დავასახელებ იმიტომ, რომ მათთვის არ მიკითხავს მე.

გიგა ბოკერია: პროფესორი, ლექტორი შეგიძლიათ, თქვათ? სამი.

შალვა თადუმაძე: შემიძლია, 10 დავასახელო და არცერთისთვის არ მაქვს შესაბამისი ნებართვა, რომ მათი სახელები და გვარები ამ ტრიბუნიდან ვთქვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად