თაბაგარი: სახელმწიფო, ამ ჯგუფებს ეფექტურ პასუხებს ვერ სცემს, ვასაძე კი მუქარის რეჟიმში ყოფნას აგრძელებს

ამის შესახებ “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორმა გიორგი თაბაგარმა “ტვ პირველის” გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა” განაცხადა.

“არ ვიცი ვასაძეს რატომ აქვს ნდობის საკითხი ხელისუფლებასთან. ვერ ვისაუბრებ რა მოტივი აქვს. ალბათ არ სჯერათ, რომ ეს ინფორმაცია რეალობას შეესაბამება იმ მოცემულობაში, როცა ისეთი სახელმწიფო გვყავს, რომელიც ვერ ახერხებს ამ ჯგუფების ეფექტურად განეიტრალებას. ჩვენ გვაქვს სახელმწიფო, რომელიც ამ ჯგუფებს ეფექტურ პასუხებს ვერ სცემს. ეს ყველაფერი იმდენად შორს წავიდა, რომ არ მიკვირს, როცა ეს ადამიანი [ლევან ვასაძე] არფრად აგდებს ამ ინსტიტუციებს და ისევ აგრძელებს მუქარის რეჟიმში ყოფნას, როგორც ჩვენი მისამართით, ისე სახელმწიფო ინსტიტუციების მისამართით”, – თქვა გიორგი თაბაგარმა.

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად