თეთრი სახლი: აშშ-ს ვაჭრობის მინისტრი ერ-რიადში კონფერენციას დაესწრება

აშშ-ს ფინანსთა მინისტრი სტივენ მნუჩინი საუდის არაბეთში საინვესტიციო კონფერენციას დაესწრება, მიუხედავად იმისა, რომ ჟურნალისტის მკვლელობის გამო შესაძლებელი იყო ამ ღონისძიებისთვის ბოიკოტი გამოეცხადებინა. ამის შესახებ ტელეარხ ABC-ს თეთრი სახლის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში, ლარი კუდლოუმ განუცხადა.

მან აღნიშნა, რომ მინისტრი “კვლავ აპირებს კონფერენციაზე დასწრებას”, რადგან ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლაა“.

თუმცა, როგორც ლარი კუდლოუმ განმარტა, თუ გამოძიების შედეგების გათვალისწინებით ახალი ინფორმაცია გავრცელდება, შესაძლოა გადაწყვეტილება შეიცვალოს.

დღეს, BBC იუწყებოდა, რომ დიდმა ბრიტანეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა ჟურნალისტ ჯამალ ჰაშკაჯის გაუჩინარების გამო, ერ-რიადში საინვესტიციო კონფერენციას ბოიკოტი გამოუცხადოს.

დიპლომატიურ წყაროების თანახმად, კონფერენციაში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვა აშშ-ის ვაჭრობის მინისტრმა სტივენ მნუჩინმა და ბრიტანეთის საგარეო ვაჭრობის მინისტრმა ლიამ ფოქსმა. სატელევიზიო და რადიოკომპანიის წყაროების თანახმად, ამერიკელი და ევროპელი დიპლომატები ასევე ერთობლივ განცხადებას გაავრცელებენ, თუ დადასტურდა ინფორმაცია, რომ ჟურნალისტის მკვლელობაში საუდის არაბეთი მონაწილეობდა. ჟურნალისტი 2 ოქტომბერს სტამბოლში თავისი ქვეყნის საკონსულოს შენობაში მივიდა, რათა დოკუმენტაცია მიეღო, თუმცა მას შემდეგ ის არავის უნახავს. არსებული ინფორმაციით, ჟურნალისტი მოკლეს. თუმცა, ერ-რიადი ყველა ბრალდებას უარყოფს. ისინი ირწმუნებიან, რომ ჟურნალისტმა საკონსულოს შენობა უსაფრთხოდ დატოვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...