Tesla-ს კაპიტალიზაციამ პირველად მიაღწია 100 მილიარდ აშშ დოლარს

ავტომობილების მწარმოებელმა კომპანია Tesla-ს კაპიტალიზაციამ, პირველად მიაღწია 100 მილიარდ აშშ დოლარიან ნიშნულს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

21 იანვრის ვაჭრობაზე, კომპანიის კაპიტალიზაცია 100,1 მილიარდი აშშ დოლარი გახდა, ერთი აქციის ფასი კი 555,1 აშშ დოლარს შეადგენდა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კოტირებებმა ზრდა, კომპანიის 2019 წლის III კვარტლის შემოსავლების ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო და აგრეთვე ჩინეთში ქარხნის გახსნის შემდეგ.

თუკი Tesla 100 მილიარდ აშშ დოლარის კაპიტალიზაციას რამდენიმე თვის განმავლობაში შეინარჩუნებს, მაშინ ილონ მასკმა შესაძლოა 346 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის პრემია მიიღოს, ვინაიდან 2018 წლის მარტში, კომპანიის აქციონერებმა, მეწარმის ანაზღაურება ავტომობილების საწარმოს ფინანსურ მაჩვენებლებს მიაბეს – საუბარია 12 ტრანშზე 10 წლის განმავლობაში. იმისათვის, რომ ყველა ტრანში მიიღოს, მასკმა კომპანიის საბაზრო ღირებულება 650 მილიარდ აშშ დოლარამდე უნდა გაზარდოს და Proctеr&Gamble-ზე მეტი შემოსავალი უნდა მიიღოს.

Bloomberg-ი წერდა, რომ კომპენსაციის მაქსიმალურმა რაოდენობამ შესაძლოა 50 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბოს.

აქციონერებთან მიღწეული შეთანხმების შემდეგ, ილონ მასკმა, თავის Twitter-ზე დაწერა, რომ მზად არის, Tesla-ს აქციები, თითო 420 აშშ დოლარად გამოისყიდოს (მაშინ აქციების ღირებულება გაცილებით დაბალი იყო). „დაფინანსება გარანტირებულია“, – წერდა მასკი.

მისი შეტყობინების შემდეგ, Tesla-ს კოტირებები საგრძნობლად გაიზარდა და აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისიამ მას თაღლითობაში დასდო ბრალი. ამ ამბების შემდეგ კი, ილონ მასკი იძულებული გახდა, დაეტოვებინა Tesla-ს დირექტორთა საბჭო და კომპანიისთვის ჯარიმის სახით დაწესებული 20 მილიონი აშშ დოლარის ნახევარი გადაეხადა, რათა კომპანიასა და კომისიას შეთანხმებისთვის მიეღწიათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად