ტერორისტულ აქტს ბანკოკში 15 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბანკოკში, სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეტქების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა და 80-ზე მეტი დაშავდა. Reuters-ის ცნობით, პოლიციამ მომხდარს უკვე მიანიჭა ტერაქტის კვალიფიკაცია.

ასაფეთქებელი მოწყობილობა მოტოციკლზე იყო მიმაგრებული.

შემთხვევის ადგილას სამართალდამცავებმა კიდევ ერთი დანაღმული მოტოციკლი აღმოაჩინეს, რომლის განეიტრალება ამჟამად მიმდინარეობს.

ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა ჯერ-ჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...