ტერმინალის ერთ-ერთი დამფუძნებელი: ფოთის ახალი პორტი “პეის ტერმინალსი” 18 თვეში მიიღებს გემებს

ამერიკელმა კონგრესმენებმა, ფოთის პორტში “პეის ტერმინალსის“ ტერიტორია დაათვალიერეს, სადაც ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ამერიკული ინვესტიციით ხორციელდება.

ამერიკელმა კონგრესმენებმა, ადამ კინზინგერმა და ალექსანდერ მუნიმ ფოთის პორტის პოტენციალის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და ამერიკული ინვესტიციის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

“ფოთის ახალი პორტი “პეის ტერმინალსი” 18 თვეში მიიღებს გემებს, რომელსაც ექნება საშუალება მინიმუმ 50 ათასი ტონა ტვირთამწეობის ტვირთი გაიტანონ ექსპორტზე ამერიკის, კანადის სამხრეთ ამერიკის მიმართულებით, რაც გამოიწვევს ტარიფების დაწევას და იგი ბევრად უფრო მოსაღები იქნება დამკვეთებისთვის.
ამერიკული ინვესტიციის განხორიელება გაზრდის საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს, მოიტანს 2 ათასამდე სამუშაო ადგილს და ცხადია, ქვეყნის ეკონომკურ გავითარებაზე დიდ გავლენას მოახდენს,”- განაცხადა “პეის ტერმინალსის” ერთ- ერთმა დამფუძნებელმა, სოსო დოლიძემ.

ამერიკელი კონგრესმენები საქართველოში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის (GDSC) ფარგლებში იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად