ტერეზა მეი Brexit-ის შეთანხმების განხილვაზე: ვუსმენდი და “დეჟავიუს” შეგრძნება მქონდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ Brexit-თან დაკავშირებით, ქვეყნის პარლამენტში დღეს გამართული დებატების მოსმენისას „დეჟავიუს“ შეგრძნება ჰქონდა.

დეპუტატების წინაშე გამოსვლისას, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ მათ ეძლევათ შანსი, რომ ხალხს დაანახონ, რომ რეალურად ზრუნავენ მატზე და მხარი დაუჭირონ Brexit-ის შეთანხმებას. ყოფილმა პრემიერმა, ქვეყანაში, Brexit-ის შესახებ რეფერენდუმის კიდევ ერთხელ ჩატარების ალბათობა გამორიცხა.

„მაშინ მე ვესაუბრებოდი პარლამენტში ყველას, ვისაც Brexit-თან დაკავშირებული სცენარის მკაცრად განვითარება არ სურდა. აქამდეც ვამბობდი და ახლა, იმედი მაქვს, რომ ბოლოჯერ ვამბობ, რომ თუკი ევროკავშირის დატოვება ალიანსთან შეთანხმების გარეშე არ გსურთ, მაშინ ვალდებულნი ხართ, რომ უკვე არსებულ შეთანხმებას მხარი დაუჭიროთ“, – განაცხადა ტერეზა მეიმ.

19 ოქტომბერს, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატებმა, ლონდონსა და ევროკავშირს შორის შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესი 21 ოქტომბრისთვის გადადეს. ამავდროულად, ქვეყნის თემთა პალატამ მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომლის თანახმადაც პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა, ევროკავშირს Brexit-ის თარიღის გადაწევა უნდა თხოვოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად