A1 ბანერი

ტერეზა მეი: არასწორი იქნება, ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას თუ მივიღებთ

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბრიტანეთის პარლამენტმა უნდა შეათანხმოს ევროკავშირთან, ქვეყნის კავშირიდან გასვლის შესახებ დოკუმენტი მომდევნო კვირაში.

მისი თქმით, ევროკავშირის სამიტი 22 მარტის ღამეს დათანხმდა, რომ ბრექსითის პროცედურა 22 მაისს გადაიტანოს იმ პირობით, თუკი დიდი ბრიტანეთის პარლამენტი მიიღებს ამ შეთანხმებას მომდევნო კვირაში.

მეის განცხადებით, დიდი ბრიტანეთი უნდა ეცადოს, რომ ევროკავშირი ევროპარლამენტის არჩევნებამდე დატოვოს, რომელიც 23-დან 26 მაისამდე უნდა ჩატარდეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ბრიტანელებს მოუწევთ, მონაწილეობა მიიღონ ამ არჩევნებში.

“არასწორი იქნება მონაწილეობა მივიღოთ ამ არჩევნებში მას მერე, რაც სამი წლის წინ ევროკავშირის დატოვება გადავწყვიტეთ”, – აცხადებს ქვეყნის პრემიერმინისტრი.

22 მარტის ღამეს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ბრექსითის თარიღის 22 მაისს გადატანა შეათანხმეს იმ პირობით, თუკი ბრიტანეთის პარლამენტი ამ ვერსიას მხარს დაუჭერდა. ამასთან, თუკი ბრიტანელი კანონმდებლები ამ ვარიანტსაც უარყოფენ, მაშინ ბრექსითი 12 აპრილამდე უნდა მოხდეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...