ტერაქტის მომზადებაში ბრალდებულ კანადელს სასამართლომ 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
ნიუ-იორკის სამხრეთ საოლქო პროკურატურის ვებგვერდის თანახმად, აშშ-ს სასამართლომ კანადის მოქალაქე აბდულრაჰმან ელ ბაჰნასავს 40 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. იგი „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ტერორისტული აქტების დაგეგმვაშია ბრალდებული.
„კანადის მოქალაქე ელ ბაჰნასავი, თაიმს სქვერისა და ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის სისტემაში, ასევე კონცერტების დროს ISIS- ის სახელით ასაფეთქებელი მოწყობილობების გააქტიურებას გეგმავდა “, – ნათქვამია განცხადებაში.
ელ ნაჰნასავი ნიუ-ჯერსიში 2016 წლის მაისში დააკავეს, მას ორი თანამზრახველი ჰყავდა. გამოძიების ინფორმაციით, კანადელმა ასაფეთქებელი მოწყობილობის შესაქმნელად აუცილებელი ნივთიერებები შეიძინა.