ტექსასში, საპროტესტო აქციის დროს მომხდარი სროლის შედეგად მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპა

მინიმუმ ერთი ადამიანი მოკლეს შაბათს ღამით ოსტინში, ტექსასში გამართული საპროტესტო აქციის დროს. ამის შესახებ ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა.

“შაბათს, დილის 9:52 საათზე, ოსტინის პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. ისინი თვალს ადევნებდნენ მომიტინგეებს, როდესაც გასროსი ხმა გაისმა. ერთ მამაკაცს ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები მიაყენეს. დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, ამის შემდეგ იგი მალევე გარდაიცვალა.”- თქვა სამართალდამცავმა.

მინესოტას შტატში, მინეაპოლისში, აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ, მასობრივი საპროტესტო აქციები და არეულობა დაიწყო აშშ-ის ბევრ ქალაქსა და შტატში. ჯორჯ ფლოიდის დაკავებისას, პოლიციამ იხმარა ძალა. ოპერაციაში მონაწილე ოთხივე პოლიციელი გაათავისუფლეს და ბრალი წაუყენეს. წესრიგის აღდგენის მიზნით, აშშ-ს ეროვნული გვარდია ეხმარებოდა ადგილობრივ სამართალდამცავებს, ხოლო კომენდანტის საათი დაწესდა დაახლოებით 40 ქალაქში, მათ შორის ვაშინგტონში და ნიუ იორკში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად