ტექსასში ნავთობით სავსე ვაგონებიანი მოძრავი მატარებლის და ავტოსაწევარის შეჯახებას ძლიერი აფეთქება და ხანძარი მოჰყვა (ვიდეო)

სარკინიგზო გადასასვლელზე მატარებლის და ავტოსაწევარის შეჯახებას ძლიერი აფეთქება და ხანძარი მოჰყვა.

ტექსასში, ჰიუსტონიდან 275 კმ-ში ჩრდილო აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კემერონთან ნავთობით სავსე ვაგონებით მოძრავი შემადგენლობა მისაბმელიან ავტოსაწევარს შეეჯახა.
 
შეჯახებას ძლიერი აფეთქება მოჰყვა და ცეცხლი მოედო სამ ვაგონს. მატარებლის მემანქანე და ავტოსაწევარის მძღოლი არ დაშავებულან. ავარიის შემდეგ ახლომდებარე სახლებიდან ხალხი გაიყვანეს, სულ მცირე ერთი მთლიანად განადგურდა.

ოლქის შერიფის თქმით, მოძრავ შემადგენლობაში ნავთობით სავსე ვაგონებთან ერთად ჩაბმული იყო რამდენი ვაგონი „საშიში მასალით” და, „საბედნიეროდ, მოხერხდა მათი დროულად ჩახსნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...