ტექსასში, მსუბუქძრავიანი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

მინიმუმ ოთხი ადამიანი დაიღუპა ტექსასის შტატში მსუბუქძრავიანი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად.

ტელეკომპანიის ცნობით, ძრავის პრობლემების გამო, თვითმფრინავი ჩამოვარდა, როდესაც ცდილობდა ავარიულ დაშვებას. ავიაკატასტროფის შედეგად ორი კაცი და ორი ქალი დაიღუპა. თვითმფრინავი ოსტინიდან აფრინდა და ლუიზიანაში უნდა დაბრუნებულიყო.

ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნულმა საბჭომ ტვიტერის გვერდზე განაცხადა, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. მისივე თქმით, საუბარია Piper PA-46 თვითმფრინავზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად