ტექსასში მომხდარი სროლის შედეგად ორი პოლიციელი დაიღუპა

მინიმუმ ორი პოლიციელი დაიღუპა აშშ-ს ქალაქ მაკალენში, ტექსასის შტატში მომხდარი სროლის შედეგად. ამის შესახებ Associated Press იუწყება, რომელიც ქალაქის პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, ვიქტორ როდრიგესს ეყრდნობა.

უცნობმა პირმა ცეცხლმა მას შემდეგ გახსნა, რაც პოლიცია ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლთან გამოძახების გამო მივიდა. ისინი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გადაიყვანეს ქალაქის ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც მოგვიანებით გარდაიცვალნენ. ABC-ის ცნობით, მსროლელმა საბოლოოდ თვითმკვლელობა ჩაიდინა.

“ჩვენ დავკარგეთ ორი მამაცი სამართალდამცავი, რომლებიც იცავდნენ ჩვენი ქალაქის უსაფრთხოებას.” – აცხადებს პოლიციის დეპარტამენტის უფროსი. ამ დროისთვის არ არის გამჟღავნებული მსროლელის ვინაობა. მომხდართან დაკავშირებით კი მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად