ტექსასში მომხდარი სროლის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა

აშშ-ის შტატ ტექსასში, ქალაქ ჰიუსტონში მომხდარი სროლის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას რაიონის შერიფი ედ გონსალესი ავრცელებს.

შერიფის თქმით, დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი. მისი თქმით, არცერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ეჭვმიტანილი ადგილზევე დააკავეს.

დეკემბრის ბოლოს, ჰიუსტონში, ავტომობილების სადგომზე სროლა მოხდა. პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ლათინოამერიკელების ჯგუფი მუსიკალურ ვიდეოს იღებდა როცა მათ ავტომობილმა ჩაუარა, საიდანაც ცეცხლი გაიხსნეს. მომხდარის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ ექვსი დაშავდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად