მინიმუმ ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა ამერიკაში, ტექსასის ქალაქ ვინონაში, ეკლესიაში მომხდარი სროლის შედეგად. ამის შესახებ ტელეკომპანია ABC ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც ტელეკომპანია განმარტავს, სროლის შედეგად მოკლეს მღვდელი, რომელიც კონფლიქტში შევიდა კაცთან, რომელიც ერთ-ერთ ადგილობრივ ეკლესიაში იმალებოდა. ABC-ს ცნობით, მამაკაცმა მღვდელს ესროლა იარაღიდან. აგრეთვე დაშავდა მინიმუმ ორი ადამიანი.
ადგილობრივი პოლიციის დეპარტამენტის სპიკერმა აღნიშნა, რომ ეჭვმიტანილი დააკავეს. ტექსასის გუბერნატორმა გრეგ ებოტმა სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილის ოჯახს და მადლობა გადაუხადა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს.