ტექსასში აფეთქება მოხდა

აშშ-ის შტატ ტექსასში, ჰიუსტონის ჩრდილო-დასავლეთში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ქალაქის პოლიცია თავის Twitter-ზე წერს.

აფეთქება ჯესნერ-როუდ 4500-ზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რაიონი, სადაც ინციდენტი მოხდა, პატრულმა გადაკეტა.

ჰიუსტონის სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ მომხდარის შედეგად ორი ადამიანი ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

ABC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აფეთქება Watson Grinding-ის ქარხანაზე, 4:30 საათზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ინციდენტის მიზეზი პროპილენის აფეთქებაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად