ტექსასის გენერალური პროკურორი აშშ-ს ოთხ შტატში არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვს

ტექსასის გენერალურმა პროკურორმა კენ პაქსტონმა მიმართა აშშ-ს უზენაეს სასამართლოს, გააუქმოს საპრეზიდენტო არჩევნები ოთხ შტატში, რამაც ხელი შეუწყო დემოკრატიული კანდიდატის ჯო ბაიდენის გამარჯვებას, ამის შესახებ CNBC იუწყება.

თავის სარჩელში პაქსტონი აცხადებს, რომ ვისკონსინის, ჯორჯიის, მიჩიგანისა და პენსილვანიის შტატებში ხმების მიცემა არღვევდა კონსტიტუციას. მისი თქმით, ამ სახელმწიფოების ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემიის საბაბით, უკანონოდ შეცვალა საარჩევნო კანონმდებლობა.

ამავე დროს, იურიდიულმა ექსპერტებმა ტექსასის ინიციატივას უკვე უწოდეს “უპრეცედენტო პოლიტიკური თეატრი ამერიკის ისტორიაში”. მიჩიგანის გენერალური პროკურორი დანა ნესელი მიიჩნევს, რომ პაქსტენის მიერ წამოყენებული მოთხოვნები “რეკლამირებაა.”

3 ნოემბერს შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, სახელმწიფოს მეთაურის პოსტის მთავარი პრეტენდენტები იყვნენ დემოკრატი ჯო ბაიდენი და მოქმედი პრეზიდენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი.

7 ნოემბერს აშშ-ს წამყვანმა მედიასაშუალებებმა – ABC News, FOX News, CNN, AP და NBC – გამოაცხადეს ბაიდენის გამარჯვება აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში. შედეგები ოფიციალურად ჯერ არ გამოცხადებულა.

მსოფლიოს მრავალმა ლიდერმა მიულოცა ბაიდენს არჩევნებში გამარჯვება, მათ შორის საუდის არაბეთის მეფემ, გაეროს გენერალურმა მდივანმა, თურქეთისა და სლოვენიის პრეზიდენტებმა და სხვებმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად