“ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მომზადდებიან მაღალი დონის სხვადასხვა სპეციალისტები”

მსოფლიოში წამყვანმა მეცნიერებმა ქართველი სტუდენტებს ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ადრონული თერაპიის მეგაპროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის CERN-ის სამეცნიერო დირექტორი სერჯიო ბერტოლუჩი, იტალიის ონკოლოგიური ადრონული თერაპიის ეროვნული ცენტრის გენერალური მენეჯერი სანდრო როსი, ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტის პრეზიდენტი ფერნანდო ფერონი, პროფესორი გია დვალი და ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერიმენტატორი თეიმურაზ ლომთაძე დღეს საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს შეხვდნენ და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

საუბარი შეეხო საქართველოში მეცნიერებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პერსპექტივებს. „ეს ორი დღე ძალიან ნაყოფიერი გამოდგა ჩვენი ვიზიტისთვის. შეხვდით პრემიერ–მინისტრს, კომისიის წევრებს. პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის დააყენებს საქართველოს იმ მცირე ქვეყნების გვერდით, სადაც ამგვარი პროექტები არის განხორციელებული. ეს იქნება სამეცნიერო ცენტრი, სადაც მომზადდებიან ფიზიკოსები, ინჟინრები, სხვადასხვა ტიპის მაღალი ტექნოლოგიების სპეციალისტები. მას გააჩნია ძალიან ფართო სპექტრი გამოყენების,“–განაცხადა შეხვედრის დასაწყისში ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის CERN-ის სამეცნიერო დირექტორმა სერჯიო ბერტოლუჩიმ.

საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო დონის სამეცნიერო ინსტიტუტებს შორის ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნების სფეროში თანამშრომლობის შესახებ განზრახულობათა ოქმი გაფორმდა. 

500 მილიონი ევროს ღირებულების ტექნოლოგიური ინსტიტუტის და ადრონული თერაპიის მეგაპროექტს საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ და მისი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი დააფინანსებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად