ტექნიკური გაუმართაობის გამო, პაკისტანის პრემიერის თვითმფრინავი ნიუ-იორკში დაბრუნდა

თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც პაკისტანის პრემიერმინისტრი იმრან ხანი იმყოფებოდა, ტექნიკური გაუმართაობის გამო, ნიუ-იორკში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა Dunya News-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ინფორმაციას ასევე ადასტურებს Geo.TV.

წყაროს თქმით, ფრენა ხუთნახევარი გაგრძელდა. ლაინერი უკვე ჯონ კენედის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.

Dunya News დასძენს, რომ ავიარეისი გადაიდო, ამიტომ პრემიერმინისტრი ღამით ნიუ იორკში კერძო სასტუმროში დარჩება. ხანს თან ახლავს პაკისტანის დელეგაცია, რომელშიც შედის პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი შაჰ მეჰმუდ კურეში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად