ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებაზე აბიტურიენტები მათემატიკის გამოცდას ჩააბარებენ

ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი მოდელით 2020 წლიდან აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას შემდეგ საგნებში ჩააბარებენ: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხოურ ენაში და ასევე მესამე გამოცდას, რომელიც დამოკიდებული იქნება პროგრამებზე.

გარდა ამისა, უმაღლესი სასწავლებლები, სურვილის შემთხვევაში, მეოთხე გამოცდას შემდეგი საგნების ჩამონათვალიდან დააწესებენ: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.

ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებაზე აბიტურიენტი მათემატიკას, ხოლო ჰუმანიტარულზე ისტორიას ჩააბარებენ.

სტუდენტებისთვის გრანტი სამი საგნის მიხედვით გაიცემა. თუმცა, თუ უმაღლესმა სასწავლებელმა მეოთხე საგანი მოითხოვა, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ექნება.

სექტემბრის შუა რიცხვებში აბიტურიენტებისთვის ცნობილი გახდება, თუ რომელი დამატებითი საგანი უნდა ჩააბარონ კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად