თემურ ბაბლუანი: საუკეთესო კანდიდატია, მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილს!

ამის შესახებ რეჟისორმა თემურ ბაბლუანმა დუშეთში, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, პრეზიდენტობის კანდიდადტის სალომე ზურაბიშვილის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს განაცხდა.

“პოლიტიკა ჩემგან ძალიან შორს არის, შორს იყო ყოველთვის და არის ახლაც, მაგრამ, პირველ რიგში, მე ვარ ქართველი, ისევე როგორც თქვენ. არაფერი იმაზე ძვირფასი, მთავარი ფასეულობა არ გამაჩნია, ვიდრე ეს არის ჩემი ქართველობა და მე ვარ ამით ამაყი.

სწორედ ქართველობის, საქართველოსადმი სიყვარულმა და გამოცდილებამ, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება, გადამაწყვეტინა სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერა. დღევანდელი მოცემულობით ის საუკეთესო კანდიდატია. მე მხარს ვუჭერ სალომე ზურაბიშვილს!”, – განაცხადა თემურ ბაბლუანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად