“ტელევიზიით თუ მაფრთხილებენ, თავს გაუფრთხილდიო, ვერ ვყოფილვართ კარგ მდგომარეობაში”

"ტელევიზიით რომ მაფრთხილებენ, თავს გაუფრთხილდიო, ვერ ვყოფილვართ კარგ მდგომარეობაში,  მაგრამ მე არ ვთვლი, რომ რამე უნდა მოვიმოქმედო და დაცვის განსაკუთრებულ ზომებს მივმართო. ამ ქალაქში დავიბადე და გავიზარდე და თანაც ვფიქრობ, ამ ქვეყანა აქვს იმის რესურსი, რომ სიტუაცია გააკონტროლოს." – ასეთი კომენტარი გააკეთა ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ ელისო კილაძის გაფრთხილებაზე, რომ პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი შალვა აბულაძის გარეთ ყოფნით მას საფრთხე ემუქრებოდა.  კომენტარი მამუკა ხაზარაძემ გადაცემა არჩევანში გააკეთა.

"მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, არც მამუკა ხაზარაძეს და არც კომპანია "ბორჯომის" წარმომადგენლებს არ ჰქონიათ კონტაქტი პოლიციელების მკვლელობაში ეჭვიმატილ შალვა აბულაძესთან და საერთოდ არ იცნობენ მას. უფრო მეტიც – რამდენიმე წელია მამუკა ხაზარაძე აღარ არის კომპანია "ბორჯომის" აქციონერი და არ მონაწილეობს მის მართვაში. ამიტომ გაუგებარია ამ კრიმინალის მიერ ორგანიზებული აქცია ბორჯომში რატომ იქნა დაკავშირებული მამუკა ხაზარაძესთან." – ეს განცხადება დღეს თიბისი ბანკმა გაავრცელა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად