ტელეფონის აღმოჩენის გამო, ერთი აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის ინფორმაციით, ტელეფონის აღმოჩენის გამო 1 აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნა.

“ბოლოსკენ დაფიქსირდა ერთი შემთხვევა, როდესაც სამწუხაროდ, ტელეფონის აღმოჩენის შემთხვევის გამო, ერთი აბიტურიენტი გამოცდიდან მოიხსნა. მინდა, მივმართო აბიტურიენტებს, რომ გაფრთხილდნენ. შემოწმების მიუხედავად, მათ ელექტრონული მოწყობილობა თუ შეყვათ და ეს აღმოვაჩინეთ გამოცდის პროცესში, ისინი ავტომატურად ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე იხსნებიან” – განაცხადა სოფო გორგოძემ.

შეგახსენებთ, 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებით დღეს, 6 ივლისს დაიწყო. საგამოცდო ცენტრები გახსნილია ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად