ტელეკომპანია “რუსთავი 2-მა” მაუწყებლობა შეწყვიტა

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა სიგნალი გათიშა და გაითიშა პირდაპირი მაუწყებლობა. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ხელისუფლების რეაქციები არის იმის მიზეზი, რაც ახლა ტელეკომპანიის წინ ხდება.

დირექტორის თქმით, სწორედ ამით ემუქრებოდა მათ ხელისუფლება და ეს არის არხის ხელში ჩაგდების არაპირდაპირი მცდელობა.

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-მა მაუწყებლობა შეწტყვიტა – ეს განცხადება არხის გენერალურმა დირექტორმა “კურიერის” პირდაპირ ეთერში გააკეთა. “რუსთავი 2”-ის ოფისთან მიმდინარე აქციაზე შს სამინისტრომ ვერ შეძლო, “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა, განხორციელდა თავდასხმები “კურიერის” ჟურნალისტებსა და ოპერატორებზე, ამიტომ “რუსთავი 2”-მა, მიიღო გადაწყვეტილება გაეთიშა მაუწყებლობა, ვიდრე არ მოხდება არხის უსაფრთხოების დაცვა. აქციის მონაწილეების მხრიდან იყო “რუსთავი 2”-ში შემოჭრის მუქარა და ტელევიზიის შენობას ესროლეს სხვადასხვა საგნები.

“ეს უკიდურესი ნაბიჯი გადავდგით იმის გამო, რომ ჩვენ არ გვეძლევა შესაძლებლობა ვიმუშაოთ და გადასაღებ მოედანზე მყოფი ჟურნალისტები არიან საფრთხეში. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეასრულოს კანონით დაკისრებული მოვალოება და უზრუნველჰყოს “რუსთავი 2”-ის ყველა თანამშრომლის უსაფრთხოების დაცვა. მზად ვართ “რუსთავი 2″-ის მაუწყებლობს აღსადგენად იმავე წუთს, როგორც კი ხელისუფლება შეასრულებს მათზე დაკისრებულ მოვალეობას და დაიცავს არხის და მისი თანამშრომლების უსაფრთხოებას,”-აცხადებს ნიკა გვარამია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...