ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის არც ერთ თანამშრომელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ამის შესახებ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ განაცხადა და განმარტა, რომ  ტესტირება კომპანიის 400-მდე თანამშრომელს ჩაუტარდა და ყველა პასუხი უარყოფითია.

„გუშინ ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს გამოუვლინდა ვირუსი. ამ ინფორმაციის შეტყობიდან რამდენიმე წუთში ამის თაობაზე საზოგადოებას და მედიას ვაცნობეთ. ეს მოხდა 17:00 საათზე და ზუსტად ერთ საათში ჩვენთან მობილიზებული იყო რამდენიმე ბრიგადა კერძო ლაბორატორია „ნეოლაბიდან“, რომლის დახმარებითაც, ძალიან მოკლე დროში ჩვენი კომანიის 400-მდე თანამშრომელს ჩავუტარეთ ტესტირება.

სულ რამდნეიმე წუთის წინ მოვიდა პასუხები და საბედნიეროდ, ყველა ტესტის პასუხი არის უაყოფითი. შესაბამისად, ამ ეტაპზე გამორიცულია, თუმცა როგორც ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, კიდევ რამდენჯერმე უნდა ჩატარდეს იმ ადამიანების ტესტირება, ვისაც უშუალო კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულ პირთან. ეს არის ვიწრო წრე, თუმცა ეს არ გვაძლევს ამ ეტაპზე მოდუნების საშუალებას. ძალიან გავამკაცრებთ პირობებს, თუნდაც იგივე სტუმრების მიღების, გადაცემების ჩაწერის და ა.შ. კუთხით, შევიმუშავებთ სპეციალურ პროტოკოლს, მაგრამ ამ ეტაპზე გვინდა, საზოგადოებას ვუთხრათ, რომ არც ერთი ტესტი არ დადასტურდა და ყველა პასუხი არის უარყოფითი. რეკომენდაციაა, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც უშუალო შეხება ჰქონდათ ინფიცირებულ თანამშრომელთან, ყოველ 48 საათში ერთხელ ჩაუტარდეთ ტესტირება“, – განაცხადა პაატა სალიამ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად