ტელეკომპანია „მთავარი“ აცხადებს, რომ მძევალი, რომელიც პირდაპირ ეთერში ჩართეს, გიგი უგულავას ყოფილი თანამშრომელია

“მთავარი არხის” ინფორმაციით, ზუგდიდში, საქართველოს ბანკში აყვანილი ერთ-ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია, რომელიც პირდაპირ ეთერში ჩაერთო “მთავარს”, ნაცმოძაობის” ხელისუფლების დროს, თბილისის მერის გიგი უგულავას დროს, მისი თანამშრომელი იყო.

ჟურნალისტის თქმით,  ირაკლი კვარაცხელია “ოცნების” ხელისუფლების დროს, 2013 წელს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სამსახურიდან გაათავისუფლა. რაც გაასაჩივრა და სასამართლოში  მოიგო.

მისივე თქმით, ის შემთხვევით იმყოფებოდა “საქართველოს ბანკში”, რა დროსაც მძევალთა შორის აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად