ტელეკომპანია HBO ტრამპს მოუწოდებს, ნუ იყენებს “სამეფო კართა თამაშის” ფრაზებს თავის განცხადებებში

HBO-მ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდა, ნუ იყენებს ფრაზებს სერიალიდან “Game of Thrones”. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

“ჩვენთვის კი გასაგებია ენთუზიაზმი სერიალთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ბოლო სეზონი დაიწყო, თუმცა გვირჩევნია, რომ ჩვენი ინტელექტუალური საკუთრება არ გამოიყენებოდეს პოლიტიკური მიზნებისათვის”, – ნათქვამია HBO-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

18 აპრილს, დონალდ ტრამპმა კომენტარი გააკეთა დასკვნებთან დაკავშირებით, რომელიც სპეციალურმა პროკურორმა რობერტ მიულერმა გააკეთა რუსეთის მიერ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო ჩარევის საქმესთან დაკავშირებით, რის დროსაც მან მოიშველია ფრაზა სერიალიდან.

“შეთქმულება არ არსებობს. სამართლიანობა არ არსებობს. მივმართავ ყველა რადიკალ მემარცხენეს, რომლებიც დემოკრატებში არიან: GAME OVER”, – დაწერა ტრამპმა თავის ტვიტერზე.

სიტყვათა შეთანხმება GAME OVER კი ზუსტად იმ ფონტით იყო დაწერილი, რომელიც სერიალის “Game of Thrones” პრომომასალებში გამოიყენება.

დონალდ ტრამპს აქამდეც უკვე გამოუყენებია ფრაზები სერიალიდან სიტყვით გამოსვლის დროს. იანვარში, თავის პოტში, რომელიც მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობას ეხებოდა მან დაწერა, რომ “კედელ ახლოსაა”, რაც ალუზიაა სერიალის ერთ-ერთი ფრაზის “ზამთარი ახლოსაა” (Winter is coming).

HBO ადრეც აპროტესტებდა პრეზიდენტის მსგავს საქციელს.

“ჩვენ საქმის კურსში არ ვყოფილვართ, რომ პრეზიდენტი ამ ფრაზებს გამოიყენებდა და გვირჩევნია, რომ ჩვენი სასაქონლო ნიშნები არ გამოიყენებოდეს პოლიტიკური მიზნებისთვის”, – აცხადებდა კომპანია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...