ტელეგრამ-არხ Mash-ის მტკიცებით, დუბაიაში, სასტუმროს აივანზე გადაღებულ შიშველ ქალებს შორის, ერთ-ერთი რუსი ოლიგარქის 21 წლის ქალიშვილია (ვიდეო)

მსოფლიო პრესა კვლავ დიდ ყურადღებას უთმობს დუბაიში, სასტუმრო Dubai Marina აივანზე შიშველი ქალების მიერ ვიდეოს გადაღებასთან და მის ქსელში გავრცელებასთან დაკავშირებულ ამბებს.

ვიდეოს ქსელში გავრცელებამ აბსოლუტური მონარქიის მქონე შვიდი საამიროსაგან შემდგარ ფედერაციულ სახელმწიფოში, სადაც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში კოცნის ან ალკოჰოლის მოხმარებისთვის დიდი ჯარიმით და პატიმრობით სჯიან, შოკი გამოიწვია.

ვიდეოს ქსელში გავრცელებისთანავე პოლიციამ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააპატიმრა 40 ქალი. თითოეულ მათგანს ადგილობრივი კანონის ძალით 5000 დირჰამი (1900 $) ჯარიმა და 6 თვემდე პატიმრობა ემუქრება.

სახელისუფლებო გაზეთი The National არ აკონკრეტებს დეტალებს, თუმცა თვლის, რომ ვიდეოს გადაღება და შემდეგ მისი ქსელში განთავსება სარეკლამო სვლას წააგავდა.

ახლახანს რუსულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დუბაიში დაკავებულთა შორის 7 რუსეთის მოქალაქეა. დაკავებულთა შორის არიან აგრეთვე უკრაინის, მოლდოვას და ბელარუსის მოქალაქეები.

რუსული პრესა, ტელეგრამ-არხ Mash-ზე დაყრდნობით აცხადებს, რომ დაკავებულთა შორის არის ცნობილი ოლიგარქის 21 წლის ქალიშვილი.

ტელეგრამ-არხი მის ფოტოს, აგრეთვე მიმოწერიდან სქრინებს აქვეყნებს და ასკვნის, რომ ოლიგარქის ქალიშვილი იქ სტატუსისთვის შეუფერებელ საქმიანობით იყო დაკავებული.

„მამა, მე არ მჭირდება შენი ფული”, – ასეთი წინადადებით ასრულებს ტელეგრამ-არხი Mash სასტუმრო Dubai Marina-ს აივანზე გადაღებული ვიდეოს შესახებ თხრობას.

რუსულ პრესაში აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ ოლიგარქის ქალიშვილმა განაცხადა, რომ ის არ მონაწილეობდა სასტუმროს აივანზე გადაღებულ ფოტოსესიაში და აპირებს ცილისწამებისთვის ტელეგრამ-არხ Mash-ს უჩივლოს. მისი თქმით, დუბაიში ის ბოლოს 2010 წელს, მშობლებთან ერთად იყო.

სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დუბაიში, სასტუმრო Dubai Marina-ს აივანზე გადაღებული ფოტოების ავტორი ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი, რუსი ალექსეი კონცოვია. Mash-ის მტკიცებით, საქმე ეხება „სექსს-საღამოს” ორგანიზებას. კონცოვს, საერთაშორისო კომპანია Involta-ს დამაარსებელს, რამდენიმე სტატიით ედება ბრალი. ამ დროისთვის მისმა ნათესავებმა უკვე მიმართეს დახმარების აღმოჩენის თხოვნით რუსეთის დიპლომატებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...