ტელეარხმა შეცდომით ვლადიმერ პუტინს ”უკრაინის პრეზიდენტი” უწოდა

უკრაინულმა ტელეარხმა შეცდომით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს “უკრაინის პრეზიდენტი“ უწოდა. ტექსტი მედიამ მიკრობლოგ „ტვიტერზე“ გაავრცელა. 

ინფორმაცია აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის რუს კოლეგა, ვლადიმერ პუტინს შორის ჰელსინკში გამართულ შეხვედრას ეხებოდა.

„აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ დროზე დაახლოებით ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო", – ნათქვამია განცხადებაში. 

16 ივლისს, ჰელსინკში ტრამპსა და პუტინს შორის მოლაპარაკება მხოლოდ თარჯიმანთა თანხლებით 2 საათის და 10 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. აშშ-ის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პუტინთან საუბარი "პირდაპირი, ღია და პროდუქტიული" იყო. მან აღნიშნა, რომ ვაშინგტონს და მოსკოვს შორის დიალოგი მნიშვნელოვანია აშშ-ის, რუსეთის და მთელი მსოფლიოსთვის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფოებმა, თუკი მათ სურთ მსოფლიოში სიტუაციის გაუმჯობესების უზრუნველყოფა, უნდა გამოძებნონ თანამშრომლობის შესაძლებლობა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...