ტელეარხმა CNN-მა ნაცისტური მისალმების გამო, კომენტატორი სამსახურიდან გაათავისუფლა

ტელეარხმა CNN-მა კომენტატორ ჯეფრი ლორდთან, რომელმაც საკუთარ Twitter-ზე ნაცისტური მისალმება გამოაქვეყნა, კონტრაქტი გაწყვიტა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

"ნაცისტური მისალმება მიუტევებელია. ჯეფრი ლორდი ტელევიზიაში აღარ მუშაობს, "- ნათქვამია CNN-ის წარმომადგენლის განცხადებაში.

თავად კომენტატორმა განაცხადა, რომ მას ნაცისტების დაცინვა სურდა და მისი განცხადება არასწორად გაიგეს. მან ასევე აღნიშნა, რომ ტელევიზიასთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ბოლოს იწურებოდა.

კომენტატორი ასევე აღნიშნავს, რომ ის პატივს სცემს CNN-ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, თუმცა სამსახურიდან გათავისუფლებას არ ეთანხმება.

მიმდინარე წლის ივნისში, CNN-ის სამმა ჟურნალისტმა თანამდებობა დატოვა. ეს მას მერე მოხდა, რაც ამერიკული ტელემაუწყებლობის საიტიდან მათი მასალები აიღეს, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩევლისა და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელის კირილ დიმიტრევის კავშირებს ეხებოდა.  თანმდებობა ჟურნალისტმა ტომას ფრენკმა, საგამოძიებო განყოფილების რედაქტორმა ერიკ ლიხტბლაუმ და განყოფილების ხელმძღვანელმა ლექს ჰარისმა დატოვეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...