ტელეარხი VGTV სტოკჰოლმში მომხდარი ტერორისტული აქტის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს

ნორვეგიული ტელეარხი VGTV სტოკჰოლმში 7 აპრილს მომხდარი ტერორისტული აქტის ვიდეოს ავრცელებს. კადრები მაღაზიაში დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა.

ვიდეოში ნაჩვენებია, რომ სატვირთო ავტომობილის მძღოლი დიდი სიჩქარით მოქალაქეებისთვის ავტომობილის დაჯახებას ცდილობდა. სავაჭრო ცენტრთან მყოფი მოქალაქეები გაქცევას შეეცადნენ, თუმცა ზოგიერთმა მათგანმა დროულად ტერიტორიის დატოვება ვერ შეძლო.

პოლიციამ ტერაქტში ეჭვმიტანილი ორი პირი დაააკავა. 

პოლიციამ მეორე ეჭვმიტანილი, სახელად ჰიულსტა ადგილობრივი დროით, დაახლოებით 23:00 საათზე დააკავა. სამართალდამცავების წყაროები ადასტურებენ, რომ დაკავება ტერორისტული აქტის გამოძიებასთანაა დაკავშირებული.

შეგახსენებთ, რომ 7 აპრილს, შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილის მძღოლი გამვლელებს დაეჯახა. ამ დროისთვის არსებული ბოლო ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მინიმუმ 4 ადამიანია დაღუპული. დაშავებულია 15 ადამიანი.

მომხდარს შვედეთის პოლიციამ და პრემიერმინისტრმა ტერაქტი უწოდეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დროისთვის არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...