ტელეარხი ABC News-ი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ექსკლუზიურ ვიდეომასალას აქვეყნებს

ამერიკული ტელეარხი ABC News-ი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის ექსკლუზიურ ვიდეომასალას აქვეყნებს, რომელიც მასშტაბური ხანძრის შედეგად ნაწილობრივ განადგურდა.

კადრებს ტელეარხი ავრცელებს. 

ჟურნალისტებიდან, პირველად პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ABC News- ის კორესპონდენტი დევიდ მიუირა შეუშვეს.


შენობის შიგნით ჯერ კიდევ დარჩენილია დაზიანებული შპილის ნაწილები, რომლებიც 15 აპრილს მომხდარი ხანძრის დროს დაიწვა. გარდა ამისა, ადგილზე ორი უზარმაზარი ხვრელი ჩანს, საიდანაც ზოგჯერ აწვიმს.
მასშტაბური ხანძრის შედეგად თითქმის ერთი თვე გავიდა.

როგორც ტელეარხი აღნიშნავს, მომხდარმა თითქმის მთელი მსოფლიო გააოცა. ცეცხლის ლოკალიზებაში ასობით ადამიანი იყო ჩართული, მის ლიკვიდაციას რამდენიმე საათი დასჭირდა.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ცეცხლი 15 აპრილს გაჩნდა. აალება სარესტავრაციო სამუშაოების დროს მოხდა. ხანძრის შედეგად ტაძრის სახურავის 2/3 ნაწილი განადგურდა.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის წარმომადგენლების განცხადებით, ხანძარი ტაძარში არსებულ რელიქვიებს არ შეხებია. ოფიციალური მონაცემებით, ხანძრის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.

პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიქვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად