ტელეარხ “Дождь”-ის წამყვანს გადაცემის მსვლელობისას წინ ქართული ღვინო ედგა

ტელეარხ “Дождь”-ის წამყვანს, დარია პოლიგაევას, სამშაბათს, გადაცემის მსვლელობისას, მაგიდაზე ქართული ღვინის ბოთლი ედგა, – წერს პორტალი bbc.com

დარია პოლიგაევას თქმით, “Дождь”-ის კოლექტივი ცდილობს საინფორმაციო გადაცემები არაფორმალურად წაიყვანონ. სამშაბათს რუსეთის საინფორმაციო საშუალებებით განიხილებოდა ქართული ღვინის იმპორტის შესაძლო აკრძალვის თემა და “Дождь”-ის კოლექტივმა აღნიშნულთან დაკავშირებით თავის პოზიცია გამოხატა.

“გვსურდა გვეჩვენებინა, რომ ჩვენ სოლიდარულები საქართველოს მოსახლეობასთან და ჩვენთვის არასასიამოვნო იქნებოდა 2006 წლის ატმოსფეროში დაბრუნება, როდესაც რუსეთში პირველად აკრძალეს ქართული ღვინო. მე არ ვთვლი, რომ ეს რაღაც დემარში იყო, მე ყოველთვის ვცდილობ შეფასებებში გაწონასწორებული ვიყო”, – ამბობს დარია ბი-ბი-სის რუსულ სამსახურთან კომენტარში.

მისი სიტყვებით, ის იმ დროს არ ფიქრობდა რეაქციაზე, რომელიც ეთერში ამ ტრიუკს შეიძლებოდა გამოეწვია, მაგრამ შედეგმა სასიამოვნოდ გააოცა.

“არ ველოდი არანაირ განსაკუთრებულ რეაქციას და დილისთვის უკვე დავიწყებული მქონდა ღვინის ბოთლის შესახებ ეთერში. მაგრამ ჩემ “ფეისბუქში” მოულოდნელად დაიწყო საქართველოს მცხოვრებლების მატებამ მეგობრებში, ქართულმა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა დაწერეს ჩვენ ეთერზე, ზოგიერთებმა საქართველოს მცხოვრებთაგან “ინსტაგრამზე” მადლობები მითხრეს და სტუმრად მიმიწვიეს, ის საოცრად სასიამოვნო იყო! ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მე საქართველოში არასდროს ვყოფილვარ, ამიტომ სიამოვნებით წავალ როგორმე! ღვინო კი ეთერის შემდეგ დავლიეთ რედაქციაში”, – ამბობს დარია.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...